Wednesday, June 28, 2017

მე-3 დღის რეფლექსია

შევედით ncp.ge -ზე
განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარები
დავათვალიერეთ სტანდარტები
 მოვარგეთ 21- სქუკუნის უნარები და სტანდარტები ჩვენს პროექტს
ზემოთ ჩამოთვლილთა გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონში.

Sunday, June 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

განვიხილეთ სილაბუსები
შევმენით ელექტრონული პორტფოლიო
განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი
გავეცანით გეგმის შაბლონს და ვნახეთ სხვისი შედგენილი გეგმები

განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის სქემა
ზოგადად ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე
მოვიფიქრეთ სასწავლო პროექტის თემები
გავიმეორეთ სურათების ჩასმა და ატვირთვა
გავიმეორეთ ასევე ელექტრონული ფოსტის პრაქტიკაში გამოყენება

Friday, March 31, 2017

განახლებული ინტერიერი



პროექტის სახელწოდება
განახლებული ინტერიერი
პროექტის მთავარი იდეა
სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული
საკითხების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემე-
ბის გადასაჭრელად.გეომეტრიულ ფიგურათა ზედაპირების ფართობების, მოცულობების, აგრეთვე ხარჯების აღრი-
ცხვის და მათი გამოთვლის რაციონალური
მეთოდები.
პროექტის აქტუალობა
პროექტის აქტუალურობას განაპირობებს
ეროვნული სასწავლო გეგმით მიღებული
ცოდნის კავშირი ყოველდღიურ პრაქტიკა-
სთან. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს შე-
იძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები შეასრულონ ელემენტარული აზომვითი
და ხარჯთაღრიცხვითი სამუშაოები.

Saturday, March 25, 2017

წრფივი ერთუცნობიანი უტოლობა



გაკვეთილის მთავარი თემა
წრფივი ერთუცნობიანი უტოლობა
სწავლების საფეხური
8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ერთუცნობიანი წრფივი უტოლობების გაცნობა მოსწავლეს გაუადვილებს შემდგომში უფრო რთული საკითხების, მათ შორის კვადრატული, ორუცნობიანი უტოლობების, უტოლობათა სისტემების შესწავლას; მოიმატებს მოსწავლის მოტივაცია ეფექტურად გამოიყენოს ე.წ.უ. სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ  წრფივი ერთუცნობიანი უტოლობისა და მისი ამონახსნის ცნების გააზრებას, დაეუფლებიან წ.ე.უ. ამოხსნას და ამონახსნის ჩაწერას რიცხვითი შუალედების გამოყენებით.