Friday, March 31, 2017

განახლებული ინტერიერი



პროექტის სახელწოდება
განახლებული ინტერიერი
პროექტის მთავარი იდეა
სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული
საკითხების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემე-
ბის გადასაჭრელად.გეომეტრიულ ფიგურათა ზედაპირების ფართობების, მოცულობების, აგრეთვე ხარჯების აღრი-
ცხვის და მათი გამოთვლის რაციონალური
მეთოდები.
პროექტის აქტუალობა
პროექტის აქტუალურობას განაპირობებს
ეროვნული სასწავლო გეგმით მიღებული
ცოდნის კავშირი ყოველდღიურ პრაქტიკა-
სთან. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს შე-
იძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები შეასრულონ ელემენტარული აზომვითი
და ხარჯთაღრიცხვითი სამუშაოები.
პროექტის მიზნები:
პროექტი უშუალოდ პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის  Vlll.8;  Vlll.9  პუნქტების მოთხოვნებსა და სტანდარტებს - გეომეტრიული ფიგურის ფართობის პოვნა
მარტივ ფიგურებად დაყოფის ხერხით; ფართობის ერთეულები და მათ შორის კავშირი. მოსწავლეთა მიერ მონაცემების
მოპოვებისა და მათი გადამუშავემის, მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთე-
ბის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მონაწილეთა ასაკი:
14  წელი
ვადები/ ხანგრძლიობა
1  თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეძლებს მათი ფართობებისა
და მოცულობების გამოანგარიშებას შესაბამის ერთეულებში; ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძისა და ფართობის ერთეულებს, ქმნის ბუკლეტებსა და სლა-
იდებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საკლასო ოთახი, მეტრიანი სახაზავი, სიგრძის საზომი ლენტი ,,რულეტკა”, მიკროკალკულატორები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
  1. მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა .
  2. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად შესასრულებელი აქტივობების მი-
ხედვით.
     3)   ოთახის გეგმის შედგენა, მასშტაბის
განსაზღვრა და ოთახის აზომვა.
     4)   ოთახის კედლების, ჭერისა და
იატაკის ფართობის გამოანგარიშება შესაბა
მის ერთეულებში.
   5) სარემონტო მასალების ჩამონათვალის შედგენა.
   6) სარემონტო მასალებისსაბაზრო ფასე-
ბის დადგენა.
   7) სარემონტო სამუშაოების შესრულება.
   8) მთლიანი ხარჯთაღრიცხვის ჩატარება
   9)პრეზენტაციისგაკეთება.
  10)პროექტის განხორციელებისა და მი-
ღწეული შედეგების შეფასება მასწავლებ-
ლის მიერ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა , ინფორმატიკა, ხატვა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ვარლამ ბარაბაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
badri.barabadze24@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი
badribarabadze24.blogspot.com

No comments:

Post a Comment