Saturday, March 25, 2017

წრფივი ერთუცნობიანი უტოლობა



გაკვეთილის მთავარი თემა
წრფივი ერთუცნობიანი უტოლობა
სწავლების საფეხური
8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ერთუცნობიანი წრფივი უტოლობების გაცნობა მოსწავლეს გაუადვილებს შემდგომში უფრო რთული საკითხების, მათ შორის კვადრატული, ორუცნობიანი უტოლობების, უტოლობათა სისტემების შესწავლას; მოიმატებს მოსწავლის მოტივაცია ეფექტურად გამოიყენოს ე.წ.უ. სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ  წრფივი ერთუცნობიანი უტოლობისა და მისი ამონახსნის ცნების გააზრებას, დაეუფლებიან წ.ე.უ. ამოხსნას და ამონახსნის ჩაწერას რიცხვითი შუალედების გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები, განასხვავებენ მკაცრ და არამკაცრ უტოლობებს, შეუძლიათ უტოლობების თვისებების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში, რიცხვითი შუალედების ჩაწერა სპეციალური სიმბოლოების გამოყენებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფგასდებიან რუბრიკის მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დიდაქტიკური მასალები, დაფა, სახაზავი, ინდივიდუალური ბარათები, ინტერნეტ- რესურსი. პროექტორი, სლაიდი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
`საორგანიზაციო საკითხები-2 წთ
A  ფაზა (გამოწვევა)-15 წთ
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,შემდეგ ახსენენებს მათ წინა გაკვეთილზე შესწავლილ საკითხებს,რომლებსაც ეფუძნება დღევანდელი გაკვეთილი; მიმართავს კლასს გაიხსენონ რიცხვითი უტოლობის ცნება, მკაცრი და არამკაცრი უტოლობები. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რიცხვითი უტოლობების თვისებებზე; იძახებს მოსწავლეებს დწერონ დაფაზე ზემოხსენებული საკითხები სპეციალური სიმბბოლოების გამოყენებით.
   მასწავლებელი ცდილობსბავშვების მსჯელობა მიმართონ იქითკენ, რომ ჯგუფური მუშაობისას ახალი ცოდნა თვითონ ააგონ.
   მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას, მონაცვლეობით იძახებს მოსწავლეებს დაფასთან; ირჩევა დავალების შედარებით რთული საკითხები; მოსწავლეები წერენ დაფაზე და პარალელურად სიტყვიერადაც ასაბუთებენ ამოხსნის მიმდინარეობას. კლასის დანარჩენი ნაწილი ამოწმებს  საკუთარო ამოხსნების სიზუსტეს.
    მოსწავლეები პრაქტიკულად მზად არიან გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე-დაეუფლონ წრფივი ერთუცნობიანი უტოლობის ამოხსნის უნარ-ჩვევებს.
B   ფაზა  (შინაარსის  რეალიზება)-18  წთ

  მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გაიყონ ორ ჯგუფად (რიგების მიხედვით)
  ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ჯგუფებს ეძლევათ საერთო დავალება-უპასუხონ კითხვებს: გაიხსენონ კვადრატისა და მართხუთხედის პერიმეტრების ცნება, მათი ჩაწერა ცვლადების საშუალებით, კიდევ ერთხელ ცამოაყალიბონ უტოლობათა თვისებები.  
  პრექტორის საშუალებით მასწავლებელი კლასს აწვდის ამოცანას და სთხოვს მათ შეადგინონ მათემათიკური მოდელი
მის ამოსახსნელად.
  მოსწავლეები იწყებენ მიცემული დავალების შესრულებას,
შეადგენენ ამოცანის ამოსახსნელად შესაბამის წრფივ ერთუცნობიან უტოლობას და ამოხსნიან მას.
  მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.
  მოსწავლეები დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებენ წ.ე.უ.-ის ამოსახსნელ ალგორითმს და აკეთებენ საბოლოო  დასკვნას.
  იხსნება რამდენიმე მაგალითი ახალი თემიდან.
c   ფაზა (გამთლიანება) - 10 წუთი
 
  მასწავლებელი ახდენს დავალებების შეჯამებას; აწყობს მცირე ბრიფინგს:რა შევისწავლეთ;მიმართავს მოსწავლეებს გამოიყენონ ახალი ცოდნა სხვადასხვა კონტექსტში.
  მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით.   


No comments:

Post a Comment