Monday, July 17, 2017

კურსის რეფლექსია

დავასრულეთ კურსის რეფლექსია; გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს. შევისწავლეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა.
შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.
შევიმუშავეთ და ფორმულირება გავუკეთეთ საკვანძო კითხვებს.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები .
ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება.
გავეცანით საძიებელ სისტემებს; გავიმყარეთ  ბლოგზე მუშაობის ცოდნა.
საფუძვლიანად შევისწავლეთ ელექტრონული ფოსტის გამოყენება, წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
განვიხილეთ ვიზუალური მასალების მომზადება და პრეზენტაცია.
შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა, გაზიარება და რედაქტირება, მასალის
გადატანა ბლოგზე.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
დასკვით ეტაპზე მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია  და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
გავიარეთ გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.
ტრენინგი აღმოჩნდა სასარგებლო და ნაყოფიერი, მიღებული ცოდნა და ინფორმაცია
შეგიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში პროექტების მომზადების დროს.
ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და უძღვებოდა ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე.

No comments:

Post a Comment