Monday, July 17, 2017

ინტელის პროექტი

  საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი ეფექტური მართვა"

კურსის რეფლექსია

დავასრულეთ კურსის რეფლექსია; გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს. შევისწავლეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა.
შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.
შევიმუშავეთ და ფორმულირება გავუკეთეთ საკვანძო კითხვებს.
განვიხილეთ შეფასების რუბრიკები .
ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება.
გავეცანით საძიებელ სისტემებს; გავიმყარეთ  ბლოგზე მუშაობის ცოდნა.
საფუძვლიანად შევისწავლეთ ელექტრონული ფოსტის გამოყენება, წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
განვიხილეთ ვიზუალური მასალების მომზადება და პრეზენტაცია.
შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა, გაზიარება და რედაქტირება, მასალის
გადატანა ბლოგზე.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
დასკვით ეტაპზე მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია  და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
გავიარეთ გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი.
ტრენინგი აღმოჩნდა სასარგებლო და ნაყოფიერი, მიღებული ცოდნა და ინფორმაცია
შეგიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში პროექტების მომზადების დროს.
ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და უძღვებოდა ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე.

Friday, July 14, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

ვიმუშავებთ შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე და შევქმენით  ჩვენი თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან მიდგომებზე.
 განვიხილეთ ფასილიტაციის მასალები, ვნახეთ შექმნილი ელექტრონული რესურსები.

Wednesday, July 12, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
ვისაუბრეთ ბლოგის ფერის,გვერდისა და შრიფტის ზომის შეცვლაზე

Wednesday, July 5, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

შევქმენით საჭიროების შეეფასების ფორმები
განვიხილეთ საავტორო უფლებების და ეთიკური ნორმების დაცვა
შევისწავლეთ წყაროს ციტირება, გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი
გავეცანით ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის , საძიებო სისტემაზე და წყაროს სანდოობაზე
განვიხილეთ საძიებო რესურსები, ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე მსოფლიოსთან.
შევისწავლეთ ელ.ფოსტის გამოყენება, ონლაინ ჩატი, წერილის გაგზავნა და ფაილის მიბმა
გავეცანით რუკებსა და გუგლის პლიუსს.